კბილის ტკივილი დროს არ არჩევს. როცა სხვები დაკეტილია, ჩვენი ქირურგები უკვე ადგილზე არიან. მწვავე ტკივილი, ტრავმა ან შეშუპება - ჩვენ გადავარჩენთ თქვენს კბილს ახლავე.
მორიგე ექიმები მზად არიან მიგიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მიღება ხდება კლინიკაში მოსვლისთანავე.
მოულოდნელი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც არ გადის ტკივილგამაყუჩებლებით.
ღრძილების შეშუპება, ყბის გაღების გაძნელება და მწვავე ტკივილი ყურის არეში.
კბილის ამოვარდნა ან მოტეხილობა დარტყმის ან დაცემის შედეგად.
ჩირქოვანი ანთება, სახის სიმეტრიის შეცვლა და მაღალი ტემპერატურა.
უხვი სისხლდენა ტრავმის ან კბილის ამოღების შემდეგ.